ბენზემას ერთი ნაბიჯი რჩება რაულამდე
„რეალის“ ფორვარდი ისტორიის დაწერის პროცესშია.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, კარიმ ბენზემა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ჩამორჩებოდა სანტილიანას, 29-ით დი სტეფანოს და 44-ით რაულს. ახლა უკვე, როდესაც ზაფხულის არდადეგებამდე მხოლოდ 5 მატჩია დარჩენილი, ფრანგს უკან ჰყავს მოტოვებული ლეგენდარული ფეხბურთელები, ხოლო დიად „ელ კაპიტანომდე“ მხოლოდ 1 შედეგიანი დარტყმაღა აშორებს.
„ცხრიანს“ დიდებული შანსი აქვს მადრიდულ დერბიშივე გაიმეორეს ან მოხსნას რაულ გონსალესის 323 გოლიანი მიღწევა და „ბლანკოსის“ არსებობის განმავლობაში მე-2 საუკეთესო გოლეადორი გახდეს. პირველზე, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა არანორმალური ციფრებით - 438 შეხვედრაში 450 ბურთი.
წლეულს, ბენზემა უბრალოდ საოცარ სეზონს ატარებს. მან 43 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეების კარიც ამდენჯერვე აიღო. ის საუკეთესო მეგოლეა, როგორც პრიმერა დივიზიონის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით, შესაბამისად, 26 და 15 გოლი. ფეხბურთელის მიზანია, რომ ლა ლიგაზე 30 გოლიანი ნიშნული დააფიქსიროს.
ცნობისათვის, კარიმს „ატლეტიკოს“ საშინაოა არენაზე 4 გოლი აქვს შეგდებული.
„რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეული:
1) რონალდუ - 450 გოლი;
2) რაული - 323;
3) ბენზემა - 322;
4) დი სტეფანო - 308;
5) სანტილიანა - 290;
6) პუშკაში - 242;
7) უგო სანჩესი - 208;
8) ხენტო - 182;
9) პირი - 172;
10) ბუტრაგენიო - 171.
- 8 მაი 2022
- 1 476
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.