დე ტომასის „რეალში“ დაბრუნება ბევრ საკითხზე იქნება დამოკიდებული
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა რაულ დე ტომასის დაბრუნებაზე მართლაც ფიქრობს, მაგრამ ეს შეთანხმება ბევრ სხვა საკითხზე იქნება დამოკიდებული...
„კასტილიას“ აღზრდილი ამ ეტაპზე „ესპანიოლში“ გამოდის და მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიც აქვს, სწორედ ამიტომ ანჩელოტიმ მასზე გამაახვილა ყურადღება.
დე ტომასი „ბლანკოსში“ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ კლუბს ზაფხულში ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი დატოვებენ, თუმცა ესეც არ არის ყველაფერი.
ამასთან ერთად „რეალმა“ ვერ უნდა შეიძინოს ერლინგ ჰოლანდიც, ვინაიდან თუ ნორვეგიელი მადრიდისტა გახდება, რაულის საჭიროება გუნდში ნამდვილად აღარ დადგება.
„მერენგების“ მთავარი მწვრთნელი „ესპანიოლის“ ფორვარდს ბენზემას დუბლიორად განიხილავს.
შეგახსენებთ, 27 წლის ფორვარდს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 გოლი აქვს გატანილი.
- 8 მაი 2022
- 696
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.