ვინისიუსის გამოწვევა მადრიდულ დერბიში

ბრაზილიელი ფეხბურთელისათვის „ატლეტიკო“ განსაკუთრებული მეტოქეა.

2018 წლის 19 სექტემბერს, სწორედ „როხიბლანკოსთან“ შეხვედრაში შედგა ვინისიუსის დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში. მაშინ, ლოპეტეგიმ ახალგაზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის 3 წუთიანი შანსი მისცა.

უკვე 4 წლის შემდეგ, სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის სტატუსით წარსდგება და ეცდება, რომ მადრიდულ დერბიში საკუთარი ანგარიში გახსნას. აქამდე, ის 7-ჯერ დაუპირისპირდა თანაქალაქელებს, თუმცა შედეგიანი დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხა. როდესაც ვინი მოედანზეა, „რეალი“ არ აგებს (4 მოგება და 3 ფრე).

მიმდინარე სეზონში ვინისიუსი ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლსა და 15 ასისტს მოითვლის. ეს უკანასკნელი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-5 პოზიციას იკავებს (14 გოლი).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (182)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)