დიდი დღე ლუნინისთვის
როგორც კარლო ანჩელოტიმ დაანონსა, მადრიდულ დერბიში სამეფო კლუბის კარს უკრაინელი ფეხბურთელი დაიცავს.
ანდრეი ლუნინი 2018 წლის 22 ივნისს, „ზორიადან“ გადმობარგდა ესპანეთის დედაქალაქში. 1416 დღის შემდეგ, მას შანსი ექნება ლა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს „რეალის“ მაისურით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გოლკიპერი სამჯერ იყო განათხოვრებული. ამასთანავე, ის მხოლოდ 3 შეხვედრას მოითვლის „ბლანკოსის“ რიგებში და სამივე „კოპა დელ რეის“ თასის ფარგლებში.
ტიბო კურტუას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე, მოთამაშეს, პრაქტიკულად, არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. „ატლეტიკოსთან“ ჯახი მისთვის დიდი შესაძლებლობა იქნება.
განვლილ სეზონებში ლუნინი „ლეგანესში,“ „ვალიადოლიდსა“ და „ოვიედოში“ გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ მას ერთხელ უკვე უასპარეზია „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ („ლეგანესის“ შემადგენლობა, 1-0 მასპინძლების სასარგებლოდ).
- 8 მაი 2022
- 556
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.