თუ „რეალი“ მბაპეს საიმიჯო უფლებების 100%-ს არ მისცემს, შეთანხმება ვერ შედგება
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპესა და მადრიდის „რეალს“ შორის საიმიჯო უფლებებზე სრული უთანხმოებაა...
ფრანგი ფეხბურთელი საიმიჯო უფლებების 100%-ს ითხოვს, ფლორენტინო პერესი კი მხოლოდ 50%-ზეა თანახმა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გუნდს ძალიან სერიოზული ფინანსური დანაკარგები ექნება.
ფრანგები ასევე იუწყებიან, რომ 2 წლიანი მოლაპარაკებების კვალდაკვალ, „ბლანკოსს“ არასდროს უხსენებია, რომ საიმიჯო უფლებების მხოლოდ 50%-ს დათმობდა, მადრიდში კი თვლიან, რომ ამაზე საუბრის დრო არასდროს ყოფილა, ვინაიდან კლუბის ისტორიაში არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც რომელიმე მოთამაშე მსგავსი პრივილეგიების ესარგებლა.
100%-იანი საიმიჯო უფლება არ ჰქონიათ ბეილს, რონალდუს, ბექჰემს, რონალდო ნაზარიოს, ზიდანს, ფიგუს, ოუენს, კანავაროს და სხვა ვარსკვლავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს „პსჟ“-ს ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ აქვს. პარიზელები მზად არიან, ლოტინს 100%-იანი პაკეტი გადაულოცონ.
თუ „ბლანკოსი“ პოზიციას არ შეცვლის, ფეხბურთელი პარიზში დარჩება, როგორც სჩანს, ამ წინადადებამ ულტიმატუმის ხასიათი მიიღო.
- 8 მაი 2022
- 7 077
- 10