„ლივერპულმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში „ტოტენჰემს“ უმასპინძლა.
კლოპის შეგირდებმა შედეგიანი ფრე დააფიქსირეს ტაბლოზე. 56-ე წუთზე სონის მიერ გატანილ გოლს, 74-ე წუთზე ლუის დიასმა უპასუხა. შედეგად „მერსისაიდელებმა“ ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგეს.
არსებული მომენტისათვის, ისინი 83 ქულით სატურნირო ცხილს ლიდერობენ. ამდენივეს მოითვლის „მანჩესტერ სიტიც,“ თუმცა მათ 1 შეხვედრა აქვთ რეზერვში.
„ლივერპულის“ შემადგენლობა განვლილ შეხვედრაში: ალისონი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი (ციმიკასი 64'), ალექსანდრ-არნოლდი, ტიაგო, ფაბინიო (კეიტა 88'), ჰენდერსონი (დიეგო ჟოტა 65'), სალაჰი, მანე და დიასი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს გაიმართება.
- 8 მაი 2022
- 1 068
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.