რამდენ ხანს იუქმებს სებალიოსი?
როგორც იცით, დანი სებალიოსმა „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება კუნთის ტრავმით დაასრულა.
ახალგაზრდა ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და გავრცელებული ინფორმაციით, მას 2 კვირა დასჭირდება რეაბილიტაციისათვის. მისი მიზანია, რომ პარიზში გასამართ ფინალურ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ანჩელოტის ნდობა ფეხბურთელისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ამ უკანასკნელის სათამაშო წუთებზეც აისახა.
- 7 მაი 2022
- 1 201
- 12