„რეალმა“ ზაფხულის კრიზისი დაძლია და თან როგორ...
ალბათ, მიმდინარე სეზონის სტარტზე „რეალის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ გუნდი ასეთი შედეგის დაფიქსირებას მოახერხებდა.
წინა წლის 22 მაისს, სამეფო კლუბმა „როხიბლანკოსთან“ საბოლოოდ დათმო პრიმერა დივიზიონის ტიტული. მანამდე კი, გუნდი ესპანეთის სუპერ თასს, „კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგას (ნახევარფინალური სტადიიდან) გამოეთიშა. წარუმატებელ ასპარეზობას, 27 მაისს, ზიდანის განცხადებაც დაემატა „ბლანკოსის“ დატოვების თაობაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე ბედი გაზიარეს სერხიო რამოსმა და რაფაელ ვარანმა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის იმედს კილიან მბაპეს ტრანსფერზე ამყარებდნენ, თუმცა ეს უკანასკნელიც პარიზში დარჩა.
ერთი სიტყვით „რეალი“ დიდი პრობლემებისა და გამოწვევის წინაშე დადგა და ახლა გადამატებეული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თითქმის 1 წლის თავზე, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა ქარიშხალი ჩაახშეს და ყოველგვარი სირთულე უკან მოიტოვეს.
„მერენგებმა“ იანვარში ესპანეთის სუპერ თასი აღმართეს, ხოლო განვლილ უქმეებზე პრიმერა დივიზიონის 35-ე ტიტული იზეიმეს. წინ 28 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც წარმატების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, შთამბეჭდავი და გიჟური სეზონის მომსწრენი გავხდებით.
- 7 მაი 2022
- 1 201
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.