კარვალიომ აღიარა, რომ "რეალში"თამაში მისი ოცნებაა
პორტუგალიელმა მცველმა რიკარდო კარვალიომ აღიარა, რომ მისი ოცნებაა სამეფო კლუბში თამაში. ასევე მას ძალიან სურს ჟოზე მოურინიოს შეგირდობა.
მიუხედავად იმისა რომ კარვალიომ "ჩელსის" რიგებში წელს 2 ტიტულის მოპოვება შეძლო, მას ინტერში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
კარვალიომ განაცხადა: "თუ მადრიდის "რეალში" გადასვლის რამენაირი შანსი არსებობს მზად ვარ მადრიდში ფეხით ან ცურვით ჩავიდე. ვოცნებობ "ბლანკოსში" თამაშზე. ძალიან გამიხადება თუ მეც მოვირგებ თეთრ მაისურს და ვითამაშებ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან ერთად. მე ჟოზე მოურინიოსთან ერთად ორ გუნდში ვიყავი "პორტოში" და "ჩელსიში". მე და ჟოზემ ორივე გუნდში მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. კარგი იქნება თუ ამას მადრიდის "რეალშიც" შევძლებთ."
მოურინიო კარვალიოს მწვრთნელი იყო "პორტოში" და მასთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 24 ივლისი 2010
- 2 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.