„რეალის“ ფეხბურთელები საჩოგბურთო მატჩს დაესწრნენ
გუშინ, მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა ორ მადრიდისტას, რაფაელ ნადალსა და კარლოს ალკარასს, შორის.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჩოგბურთელმა შესანიშნავად იასპარეზა და თანამემამულე ვეტერანი კოლეგა 2-1 დაამარცხა. ამ სანახაობას ათასობით გულშემატკივართან ერთად, ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს ტონი კროოსი, ლუკა მოდრჩი და ვინისიუსი. ამასთანავე, მეგობრის გასამხნევებლად იყო მისული რაულ გონსალესიც.
კარლოსის მეტოქე ნახევარფინალურ სტადიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. მათი შერკინება კვირას გაიმართება.
- 7 მაი 2022
- 822
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.