კარვახალი: „ჩვენ და ის არასდროს ვნებდებით“
დანიელ კარვახალმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებითი დაპირისპირება. ესპანელმა მცველმა მეორე გოლში ლომის წვლილი შეიტანა.
გუშინ, „ორიანი“ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მატჩს დაესწრო, სადაც რაფაელ ნადალმა 2-1 დაამარცხა ბელგიელი მეტოქე. აღნიშნულის შემდეგ დანიმ კომენტარი გააკეთა.
„არვიცი, რატომ, მაგრამ რაფა და ჩვენ ერთნაირად ვასპარეზობთ - არასდროს ვნებდებით.“
„ვფიქრობ, რთულია მსგავსი „ქამბექის“ ახსნა და სიტყვებით გადმოცემა. მთავარი რომ გქონდეს რწმენა და იბრძოლო ბოლომდე.“
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, პარიზში გაიმართება, სადაც პარალელურად ჩანიშნულია „როლან გაროსის.“ აღსანიშნავია, რომ „რეალიცა“ და ნადალიც არსებული მომენტისათვის 13-13 ტიტულს მოითვლიან (შესაბამისად, ჩ/ლიგასა და საფრანგეთის ღია პირველობაზე) და ორივე შემთხვევაში მე-14 ოქროს მედლის მოპოვების დიდებული შანსია: „ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცოდი, მაგრამ შესანიშნავი სცენარი იქნებოდა. მე უკვე ვესაუბრე მას და „ლივერპულის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაზე დავპატიჟე.“
- 6 მაი 2022
- 1 190
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.