ვენგერი: „30 წლამდე ეს იყო ბენზემას პრობლემა“
„არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა, კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, საინტერესოა ის, რასაც ახლა ევროპაში ვადევნებთ თვალს. ასაკოვანი თავდამსხმელები მეტად შედეგიანად გამოიყურებიან. რობერტ ლევანდოვსკი, კარიმ, ბენზემა, ზლატანა იბრაჰიმოვიჩი 35 და 40 წლის ასაკშიც ახერხებენ გოლების გატანას. ისინი მეტოქეს არ პატიობენ შეცდომებს.“
„რაც შეეხება კარიმს, ვგონებ, 30 წლამდე 2-3 კილოგრამით ზედმეტს იწონიდა. ახლა კი რეალური ათლეტია და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი.“
„ასევე დავამატრებდი, რომ ბენზემა ეფექტურობისა და ინტელექტის დემონსტრირებაა. მასსავით ვერავინ გრძნობს თამაშის რიტმს და როდესაც ვუყურებ, მგონია, რომ იგივეს გაკეთებას შევძლებ.“
- 6 მაი 2022
- 1 563
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.