ალეგრი: „ეს ადამიანი არის კლასიკა“
„იუვენტუსის“ დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ, „რეალის“ „ქამბექზე“ ისაუბრა და კარლო ანჩელოტის მუშაობა შეაფასა.
„ეს იყო ჯადოსნური თამაში. სამეფო კლუბმა ცხადყო, რომ ნებისმიერ შეხვედრაში საჭიროა ბოლომდე ბრძოლა. როგორც ტექნიკასა და ფიზიკურ კონდიციებს, ამასთანავე, ხასიათსა და ინდივიდუალურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.“
„ვფიქრობ, ამ მომენტისათვის 6 გუნდია გამოკვეთილი, რომლებიც სხვებზე მაღლა დგანან. ესე არიან: „რეალი,“ „ბაიერნი,“ „პსჟ,“ „მან.სიტი,“ „ჩელსი“ და „ლივერპული.“ ჩვენ ყოველთვის მიზნად ვისახავთ ფინალური საგზურის მოპოვებას, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.“
„მინდა შევაქო კარლო, ის შეუდარებელი მიღწევის ავტორი გახდა. მიუხედავად მრავალი ტიტულისა, მას მუდამ აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ თანამედროვეობას ფეხს ვერ უბამს. ჩემი აზრით კი, ტრენდები იცვლება, ხოლო კლასიკა რჩება, როგორც ლურჯი და ნაცრისფერი კოსტუმი. ანჩელოტი კლასიკური დამრიგებელია და კარიერის განმავლობაში ბევრი რამ დაამტკიცა. მან 5 ტოპ ჩემპიონატი მოიგო. მხოლოდ მილოცვას იმსახურებს.“
- 6 მაი 2022
- 1 806
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.