ანრი: „ბენზემა და მანე ფავორიტები არიან“
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ „ოქრო ბურთის“ შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ფავორიტები არიან ბენზემა და მანე.“
„აღნიშნული ფაქტორი დამატებით ხიბლს შესძენს მომავალ ფინალს და უფრო მასშტაბურს გახდის მას. არსებული მომენტისათვის, კარიმი სადიოზე წინ დგას, თუმცა თუ ეს უკანასკნელი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და ამასთანავე, „ლივერპული“ კვადრუპლის გაფორმებას მოახერხებს, შესაძლებელია სიტუაცია შეიცვალოს.“
„აფრიკისთვის შესანიშნავი იქნება მანეს ტრიუმფი, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ბენზემას ვუჭერ მხარს.“
- 6 მაი 2022
- 1 004
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.