ვის სთავაზობდა ბენზემა პენალტის დარტყმას?
მადრიდის „რეალმა“ ექსტრა ტაიმში შესრულებული პენალტის წყალობით მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საგზურის მოპოვება.
„მანჩესტერ სიტის“ საჯარიმოში სწორედ კარიმ ბენზემას აქტიურობას მოჰყვა რუბენ დიაშის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა. ესპანური მედიის ინფორმაციით, როდესაც მთავარმა მსაჯმა ხელი შესაბამისი ნიშნულისკენ გაიშვირა, რითიც „ბლანკოსს“ სასურველი ანგარიშის დაფიქსირების დიდებული შანსი მიეცა, კაპიტანმა როდრიგოს შეთავაზა თერთმეტ მეტრიანის შესრულება, ვინაიდან წარმატებული დარტყმის შემთხვევაში, ის ჰეთ-თრიქს ჩაიწერდა აქტივში, თუმცა ახალაგზრდა ბრაზილიელმა უარი განაცხადა.
ამ ჟესტითაც ნათელია, თუ რა დიდებულ მოვლენასთან გავქვს საქმე ფრანგი თავდამსხმელის სახით. ის არის მოთამაშე, რომლისთვის გუნდი და თანაგუნდელები ყოველთვის წინ დგას.
- 5 მაი 2022
- 10 889
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.