„რეალის“ მარადიული თაობა
ბოლო 9 წლის განმავლობაში „რეალი“ მეხუთედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მადრიდელებს დიდებული შანსი აქვთ კიდევ ერთი ტიტული შემატონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მუზეუმს.
ანჩელოტის ფორმაციის „ბლანკოსში“ 9 ფეხბურთელია ისეთი, რომლებიც 2014 წელსაც, „ლა დესიმას“ მოგების პერიოდში, გუნდის ღირსებას იცავდნენ. ესენია რიან: კარვახალი, მოდრიჩი, ბენზემა, ბეილი, მარსელო, ისკო, ნაჩო, კაზემი და ლუკას ვასკესი. აქედან, პირველმა სამმა „რეალის“ უკანასკნელი 4 ფინალი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მოდრიჩმა იასპარეზა 4-ვე შემთხვევაში შეუცვლელად.
ტონი კროოსი ესპანელებს მოგვიანებით შემოუერთდა და მან მხოლოდ 3 ჩემპიონობა იზეიმა. 2 ოქროს მედლის მფლობელი გახდა მარკო ასენსიო, ხოლო თითო-თითოს მარიანო, სებალიოსი და ვალეხო.
კლუბის ამჟამინდელი შემადგენლობიდან კი 11 წევრისთვის მომავალი ფინალი სადებიუტო იქნება „რეალის“ მაისურით. საუბარია კურტუაზე, ალაბაზე, აზარზე, ნაჩოზე, მენდიზე, იოვიჩზე, მილიტაოზე, ვალვერდეზე, ლუნინზე, ვინისიუსზე, როდრიგოსა და კამავინგაზე.
რა თქმა უნდა, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალური მონდომებითა და თავგანწირივთ ეცდება პარიზიდან ხელდამშვენებული დაბრუნებას.
„როდესაც ფინალის საგზურს იბევებ, დიდი მისწრაფება გიჩნდება ტიტულისაკენ. ცხადია, ბევრისთვის ეს იქნება მეხუთე, თუმცა მე პირველის მოლოდინში ვარ“ - აღნიშნავს ბელგიელი კიპერი
„ახალგაზრდები მზადყოფნაში ვართ მორიგი ტრიუმფი მოვუტანოთ გუნდს. ვიმედოვნებ, მალე მექნება ჩ/ლიგის პირველი ოქროს მედალი“ - დასძინა ფედერიკომ.
- 5 მაი 2022
- 1 342
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.