„რეალისა“ და „ლივერპულის“ კალენდარი ჩ/ლიგის ფინალამდე
ზუსტად 23 დღეში პარიზი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენამდე, „რეალი“ და „ლივერპული“ შიდა ჩემპიონატის საქმეებით იქნებიან დაკავებულნი. ანჩელოტისგან განსხვავებით, კლოპის გუნდის კალენდარი გაცილებით სტრესული და მრავალფეროვანია.
როგორც იცით, მადრიდელებმა უკვე მოიპოვეს პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა და დარჩენილი 4 ტურის განმავლობაში მათ ნაკლებად ექნებათ სპორტული ინტერესები. მომდევნო უქმეებზე „თეთრები“ „ატლეტიკოს“ შეერკინებიან, რასაც მოჰყვება „ლევანტესთან“ საშინაო და „კადისთან“ საგარეო შეხვედრები. ტურნირის კი „მენრეგები“ 22 მაისს, „ბეტისის“ წინააღმდეგ „ბერნაბეუზე“ დაასრულებენ და შემდეგ მთლიაანდ გადაერთვებიან ინგლისელებთან ჯახზე.
„მერსისაიდელებიც“ ასევე 4 თამაშს ჩაატარებენ პრემიერ ლიგის მასშტაბით. სატურნირო ცხრილის ამჟამინდელი მდგომარეობით, „წითლები“ 1 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ და ბუნებრივია, საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემენ. მათი მომავალი მეტოქეები იქნებიან - „ტოტენჰემი“ (შინ), „ასტონ ვილა“ (გარეთ), „საუტჰემპტონი“ (გარეთ) და „ვულვზი“ (შინ). აღსანიშნავია, რომ 14 მაისს, „ლივერპული“ „ფა თასის“ ფინალშიც მიიღებს მონაწილეობას. ისინი ლეგენდარულ „უემბლიზე“ „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან.
- 5 მაი 2022
- 1 649
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.