„რეალი“ და ნადალი ციფრების წინააღმდეგ

შეიძლება ითქვას, მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, „რეალი“ გაცოცხლდა და მორიგი „ქამბექი“ ჩაიწერა აქტივში.

განვლილი დაპირისპირების ირგვლივ, რომელშიც „რეალმა“ 3-1 დაამარცხა მეტოქე, მარავალი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორისაა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის დროს, ეკრანზე გამოტანილი ტიტრი, სადაც ეწერა, რომ „ბლანკოსის“ შანსი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, ხოლო „ქალაქელების“ კი, შესაბამისად, 99%-ს.

თითქოს მადრიდელების შეხვედრაში დაბრუნებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა როდრიგოს მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა, რათა ყველაფერი დავდაყირა დაეყენებინა.

დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა რაფა ნადალიც. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ის 2-0 აგებდა მედვედევთან და მესამე სეტის სტარტიც მოწინააღმდეგის უპირატესობით მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს, ტრანსლიაციის რეჟისორმა მაყურებლებს აუწყა, რომ ესპანელი ჩოგბურთელის შანსი მხოლოდ 2% შეადგენდა. რა თქმა უნდა, ეს არც მალიორკელმა შეიმჩნია და ეპიკური „ქამბექით“ ტურნირის მოგება შეძლო.


1

5 მაი 2022 16:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 708
erti mtlianoba nadali tetria realis. epoqa arasdros dasruldeba. sanam. bernabeus da glorentinos nairi diadibprezidentebi gveyoleba

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (182)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)