ბენზემა ლევანდოვსკის გაუთანაბრდა
ვის უნდა გაეტანა ფინალური საგზურის მომტანი გოლი, თუ არა კარიმ ბენზემას?!
„მანჩესტერ სიტისთან“ ნახევარფინალური სტადიის საპასუხო შეხვედრაში, ფრანგ თავდამსხმელს თავის გამოჩენის ბევრი შანსი არ ჰქონია, თუმცა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ მომენტში ის საჭირო ადგილას აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ მატჩში დაბრუნება სწორედ მისი ქამბექით დაიწყო, ხოლო შემდეგ უკვე ექსტრა ტაიმში, მაინ უზადოდ შეასრულა მოპოვებული პენალტი და პარიზის ბილეთები დაუბევა ფეხბურთელებს.
ბენზემა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მთავარი ბომბარდირია 15 გოლით. საპლეიოფო სტადიაზე ის უკვე 10 შედეგიან დარტყმას მოითვლის და ამ კომპონნეტში საუკეთესოა რონალდუსთან ერთად.
რაც შეეხება ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა რიგებს, კარიმი ლევანდოვსკისთან ერთად მე-3 პოზიციას ინაწილებს. ფორვარდების აქტივში 86-86 გოლია თავმოყრილი. მათ წინ კი მხოლოდ მესი (125) და რონალდუ (141) მოდიან.
აღსანიშნავია, რომ ბენზემა უკვე მე-17 წელია ახერხებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაზე მეტოქეების დამწუხრებას. მან 12 გოლი „ლიონის“ მაისურით შეაგდო, ხოლო 74 „რეალის.“
„ოქროს ბურთის“ მომავალი მფლობელის საყვარელი მეტოქეები „გალათასარაი,“ „პსჟ“ და „ჩელსი“ არიან. ფრანგმა 5-5 ჯერ შეძლო აღნიშნული გუნდების კარის აღება.
- 5 მაი 2022
- 1 263
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.