როდრიგო: „მოედანზე გასვლამდე ანჩელოტიმ მითხრა, რომ...“
ბრაზილიელმა შემტევმა მორიგი წარმოუდგენელი თამაში ჩაატარა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ როდრიგო მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეაიფში და მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, დუბლი გაიფორმა, რამაც „რეალს“ ფინალში გასვლის უდიდესი მუხტი მისცა.
„ძალიან ბედნიერი ვარ 2 გოლის გატანით ნახევარფინალურ დაპირპისრებაში და კლუბის იმ საფეხურზე აყვანით, რომელიც მას ეკუთვნის - ჩეპთიონა ლიგის ფინალი. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს რას მეუბნებოდნენ თანაგუნდელები, ვინაიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა.“
„აღნიშნული ტურნირის მასშტაბით საუკეთესო პერფორმანსი მქონდა და იმედი მაქვს, სამომავლოად გავაგრძელებ თავის გამოჩენას. ჩვენ ვისწავლეთ, რომ ამ მაისურით ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ასეც მოხდა. გაშვებული გოლის შემდეგ თითქოს უიმედო სიტუაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩემმა პირველმა შედეგიანმა დარტყმამ თვითრწმენა დაგვიბრუნა.“
„ახლა მთელ ყურადღებას „ლივერპულზე“ გადავიტანთ. ლა ლიგის დარჩენილ მატჩებს კი ფინალისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.“
„ანჩელოტი ჩვენი მწვრთნელი და მეგობარია. ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით დგას. მოედანზე გასვლამდე მან მითხრა, რომ გოლი უნდა გამეტანა.“
- 5 მაი 2022
- 13 260
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.