ჩუამენის პირველი კომენტარი სამომავლო გეგმებზე
ესპანური მედია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა აურელიენ ჩუამენი „რეალის“ სატრანსფერო პრიორიტეტებს შორის მოიაზრება.
კამერუნელმა მოთამაშემ თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „„მონაკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს 2024 წლის ზაფხულამდე, პლიუს 1 წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. კლუბში დარჩენა თუ მოვიპოვეთ ჩემპიონთა ლიგის საგზური? რატომაც არა?! აღნიშნულ ტურნირზე მონეგასკური გუნდის ღირსების დაცვა უკმაყოფილებას არ გამოიწვევს ჩემში.“
გავრცელებული ინფორმაციით, ლიგა 1-ის ბინადარი 22 წლის ნახევარმცველის შესაძლებლობებს 70 მილიონ ევროდ აფასებს.
- 4 მაი 2022
- 1 234
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.