პერესმა მანჩესტერელ კოლეგას უმასპინძლა
„რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბების ხელმძღვანელებს შორის პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრა გაიმართა.
ფლორენტინო პერესმა „ბლანკოსის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მანჩესტერელ კოლეგებს ლანჩზე უმასპინძლა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში. როგორც ცნობილია, მათი ფორმალური ყრილობა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.
„რეალის“ პირველმა პირმა სიმბოლური საჩუქარიც (ახალი „ბერნაბეუს“ მოდელი) გადასცა მოწინააღმდეგე კლუბის დირექტორს.
- 4 მაი 2022
- 596
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.