როგორ დახვდებიან მადრიდისტები „მან.სიტის?“
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საზგრუსი მოსაპოვებლად, ანჩელოტის შეგირდებს „ქამბექის“ შესრულება მართებთ დღევანდელ შეხვედრაში, რაშიც თავისი წვლილი ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც უნდა შეიტანონ.
როგორც ცნობილია, სამეფო კლუბის ქომაგები ჯერ ამაღელვებელ ატმოსფეროს შექმნიან მადრიდის ქუჩებსა და სტადიონის მისადგომებთან, სადაც სხვადასხვა შეძახილებითა და სიმღერებით ეცდებიან ფეხბურთელების საბრძოლოს სულკვითებისა და მოტივაციის ამაღლებას, ხოლო შემდეგ უკვე სტადიონზე მოაწყობენ დიდებულ პერფორმანს.
თამაშის დაწყებამდე, როდესაც გუნდების მოთამაშეები მოედანზე შეადგამენ ფეხს, ფანები ე.წ. ტიფოს გააკეთებენ, რომელიც მეტად მასშტაბური იქნება (ყველა ტრიბუნას მოიცავს). აღნიშნული წარმოდგენის დროს გაიშლება კარიმ ბენზემას დიდი მოზაიკა, შემდეგი წარწერით: „მორიგი მაგიური საღამო ევროპის მეფეებისათვის.“
- 4 მაი 2022
- 1 705
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.