გუტი: „არ მეგონა, თუ მისგან ასეთი გოლეადორი დადგებოდა“
გუტიმ კარიმ ბენზემას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ანჩელოტიმ საჭირო სიმშივდე მოუტანა გუნდს. კურტუამ ბევრ ისეთ მატჩში გადაარჩინა „რეალი,“ სადაც მათი ასპარეზობა სახარბიელო ნამდვილად არ იყო. ბენზემას მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია და „ოქროს ბურთის“ შესაძლო მფლობელი. იმისათვის, რომ მოიგო ჩემპიონატი, საჭიროა მთლიანი შემადგენლობის თავდაუზოგავი მუშაობა.“
„არ მეგონა, თუ ბენზემასგან ასეთი ბომბარდირი გამოიწვრთნებოდა. ერთ მომენტში ის საშუალო მაჩვენებლიდან უმაღლესზე გადავიდა, რითაც დიდი სარგებელი ჰპოვა „ბლანკოსმა.“ როდესაც რონალდუ წავიდა, კარიმმა საკუთარ თავზე აიღო გოლების გატანა.“
- 4 მაი 2022
- 3 243
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.