„რეალი“ რდტ-ს განიხილავს
დიდი ალბათობით, ზაფხულში სამეფო კლუბის შემადგენლობა არა ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდება.
მადრიდული გრანდის რიგებს თავისუფალ აგენტებთან ერთად ის ფეხბურთელებიც დატოვებენ, რომლებმაც ვერადავერ მოიპოვეს ანჩელოტის ნდობა. მსგავსს სტატუსს კი ყველაზე მეტად თავდამსხმელები, მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი ირგებენ. მათი სათამაშო დრო საკმაოდ მწირად გამოიყურება.
აქედან გამომდინარე, „რეალის“ გეგმებში ახალი ფორვარდის მოყვანა შედის, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში კარიმ ბენზემას ადგილი უნდა დაიკავოს მოედანზე. ესპანურ პრესაში ერთ-ერთ კანდიდატურად რაულ დე ტომასს განიხილავენ. „ბლანკოსის“ აკადემია გამოვლილი მოთამაშე მეტად ეფექტურია ბოლო წლების განმავლობაში.
მიმდინარე სეზონში 27 წლის წინახაზელმა 15 გოლისა და 3 ასისტის გაჩარხვა შეძლო. ის მორე ადგილზეა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო გოლეადორებს შორის.
როგორც ცნობილია, თავად ერდეტეს დიდ სურვილსაც წარმოადგენს მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნება.
- 4 მაი 2022
- 1 031
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.