კროოსი: „ახლოს ვიყავი ამ კლუბში გადასვლასთან“
ტონი კროოსმა დასძინა, რომ 2014 წელს, მისი გადასვლა სხვა კლუბში იგეგმებოდა და არა მადრიდის „რეალში.“
„წინასწარ ვიცოდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სრუდა ჩემი გაფორმება. მოიესი აღნიშნავდა ამას. მაშინ, შესანიშნავი საღამო გავატარე კარგ ადამიანებთან ერთად. ბევრი ვისაუბრეთ კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ამან დამარწმუნა.“
„ჩვენს პირადზეც გვქონდა საუბრები. არა ერთი რამე გავიგეთ მოიესის ოჯახის შესახებაც.“
„საბოლოო ჯამში ყველაფერზე შევთანხმდით და ჩემი გადასვლაც დაიგეგმა. შემდეგი ნაბიჯი მანჩესტერის დათვალიერება უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში ახალ ქალაქში გადაბარგება რთული პროცესი არ იქნებოდა, ვინაიდან მხოლოდ 1 შვილი გვყავდა.“
„არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჰიპოთეტურ სიტუაციებზე ფიქრობს. დიახ, ახლოს ვიყავი „წითელი ეშმაკების“ მაისურის მორგებასთან, მაგრამ სხვანაირად განვითარდა მოვლენები.“
„ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია თავდაჯერებით, რომ ინგლისური გრანდის რიგებში 3 ჩემპიონთა ლიგას ნამდვილად ვერ მოვიგებდი.“
- 4 მაი 2022
- 1 372
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.