ჩემპიონთა ლიგას ჰყავს გმირი
სამეფო კლუბის „ცხრიანი“ კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.
კარიმ ბენზემა 42 შეხვედრაში 42 გოლს მოითვლის, რასაც მის მიერ შესრულებული 13 ასისტიც ემატება. მისი ციფრები უბრალოდ შეუდარებელია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 14 შედეგიანი დარტყმის განსახორციელებლად, მხოლოდ 10 პაექრობის დასჭირდა. ის 1 ბურთით უსწრებს ტურნირიდან გავარდნილ ლევანდოვსკის და მხოლოდ დრო აშორებს ბომბარდირობის ოფიციალურად გაფორმებამდე.
აქამდე, ევროპის მასშტაბით, კარიმისთვის 2001/12 წლები ითვლებოდა განსაკუთრებულად. მაშინ, ფრანგმა მეტოქეების კარი 7-ჯერ აიღო. უშუალოდ, საპლეიოფო სტადიაზე 3 გოლი გაიტანა, ახლა კი ეს კომპონენტში 9-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბენზემამ გოლების 71.42% (საერთო ჯამში 10), ერთი შეხებით გაიტანა.
კარიმი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნამდვილი გმირია, მაგრამ მთავარი გამოწვევა წინ არის!
- 4 მაი 2022
- 815
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.