კაზემირო კვლავ საქმეშია!
„მანჩესტერ სიტისთან“ პირველ დაპირისპირებაში ბრაზილიელი ფეხბურთელის მოედანზე არ ყოფნა შესანიშნავად გამოიყენა პეპ გვარდიოლამ.
კროოსის იმედად დარჩენილი „რეალის“ საყრდენი ზონა, დე ბრუინის, ბერნარდო სილვასა და მაჰრეზის ნადავლი გახდა, მაგრამ განსხვავებული სიტუაცია იქნება „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ კაზემირომ სრულად გადაჭრა კუნთთან დაკავშირებული პრობლემები და „ქალაქელებამდე,“ მან უკვე მოასწრო 1 შეხვედრის („ესპანიოლთან“) სრულად თამაში.
ჩემპიონთა ლიგის 4 ოქროს მედლის მფლობელი ნახევარმცველის მონაწილეობა „ქამბექის“ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი შეუდარებელი ბალანსი ისე სჭირდება გუნდს, როგორც არასდროს.
„ის დაბრუნდა, რათა დახმარება გაგვიწიოს. მისი წყალობითი დაცვითი ასპექტები მეტად გაუმჯობესდება“ - დასძინა კარლო ანჩელოტიმ.
კაზემირომ მიმდინარე სეზონში 43 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 30 მადრიდელებმა მოიგოს. აღსანიშნავია, რომ მან გამოტოვა „პსჟ“-სთან გამეორებითი ჯახი და „სევილიასთან“ „სანჩეს პისხუანზე“ ჩატარებული დრამატული შეხვედრა.
სამხრეთ ამერიკელის საქმეში ხილვა ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ტონისაც.
- 4 მაი 2022
- 707
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.