ანჩელოტიმ პენალტებზეც ავარჯიშა გუნდი
გუშინ, კარლო ანჩელოტიმ ბოლო მითითებები და ინსტურქციები მისცა გუნდს „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, განვლილ სესიაზე, სამწვრთნელო შტაბმა თერთმეტ მეტრიანების შესრულებაზეც ავარჯიშა ფეხბურთელები, ვინაიდან, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი დონის პაექრობაში, ფინალის საგზურის ბედი სწორედ საფეხბურთო ლატარეამ გადაწყვიტოს.
საჭიროების შემთხვევაში, საწყისი 5 პენალტის დარტყმას ბენზემა, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო და როდრიგო აიღებენ საკუთარ თავზე, ხოლო შემდეგ რიგითობა გაგრძელდება: ასენსიო, ვინისიუსი, ვალვერდე და ა.შ.
გარკვეული ცნობებით, იტალიელმა დამრიგებელმა ტრავმირებული ალაბაც იმიტომ შეიყვანა განაცხადში, რომ პოტენციურ „პენალტისტად“ განიხილავს.
ცხადია, აღნიშნული მიმართულებით დიდი შრომა გასწია ტიბო კურტუამაც. მან მეკარეების მწვრთნელად ერთად „სიტის“ მოთამაშეების დარტყმებსა და სტილს გადაავლო თვალი.
- 4 მაი 2022
- 687
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.