„რეალის“ შეტევითი პოტენციალი
„მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაში მადრიდელებს 1 გოლის გატანა მართებთ, რათა ორმატჩიან დუელში წონასწორობა აღადგინონ და შემდეგ უკვე ფინალური საგზურის მოპოვებაზე იფიქრონ.
ცხადია, მთავარი აქცენტი კეთდება შემადგენლობის შეტევით პოტენციალზე, რომელზეც პირველ რიგში პასუხისმგებელნი არიან ბენზემა, ვინისიუსი და როდრიგო - მიმდინარე სეზონში „რეალის“ მთავარი მეგოლეები. საერთო ჯამში ამ ოთხეულის ანგარიშზე 78 შედეგიანი დარტყმაა. სწორედ მათზე დამოკიდებული ითამაშებს თუ არა „ბლანკოსის“ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ფინალს ბოლო 9 წლის განმავლობაში.
გვარდიოლას კარგად მოეხსენება „რეალის“ წინა ხაზის შესაძლებლობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ „ეტიჰედზე“ მასპინძლები სრულად დომინირებდნენ, მათ საერთო ჯამში 3 გოლი გაუშვეს, რითიც კმაყოფილი ვერ იქნება ესპანელი დამრიგებელი.
მიმდინარე ტურნირის საპლეიოფო სტადიაზე ანჩელოტის დარიგებულებმა 10 ბურთი გაუშვეს, ხოლო სანაცვლოდ 11-ჯერ გამოიჩინეს თავი. მადრიდელებმა 3 „პსჟ“-ს გაუტანეს, 5 „ჩელსის“ და ჯერ-ჯერობით 3 „სიტის.“
რა თქმა უნდა, მთავარ დამრტყელ ძალას ფრანგისა და ბრაზილიელის ტანდემი წარმოადგენს. კარიმი უკვე 42 გოლს მოითვლის, საიდანაც 14 ჩემპიონთა ლიგაზე მოდის (მათ შორის 9 ჯგუფური ეტაპის შემდეგ). მას მხოლოდ 2 გოლი აშორებს რაულის მიღწევამდე (323 გოლი „რეალის“ შემადგენლობაში).
რაც შეეხება ვინის, მან 18-ჯერ გაახვიე ბურთი მეტოქეს კარში, ხოლო 12-ჯერ თანაგუნდელებს უპასა. ამასთანავე, 5 შემთხვევაში მოახერხა პენალტის გამომუშავება.
ასენსიო და როდრიგო კი, შესაბამისად, 12 და 6 გოლს მოითვლიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრწყინვალე კონდიციებშია. მათ ლომის წვლილი შეიტანეს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ საჩემპიონი პაექრობის მოგებაში.
- 4 მაი 2022
- 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.