„ქამბექისთვის“ ბრძოლა იწყება!
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. სამეფო კლუბის ამოცანა არცთუ ისე მარტივია - „მანჩესტერ სიტისთან“ 1 გოლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და ფინალური მატჩის საგზურის მოპოვება.
„ახლა ჩვენ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა ვიბრძოლოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. საშინაო არენაზე კიდევ ერთი მაგიური საღამოს მოწყობას ვაპირებთ“ - დასძინა კაპიტანმა ბენზემამა „ეტიჰედზე“ გამართული პაექრობის შემდეგ.
რა თქმა უნდა, „რეალის“ ქომაგები ესოდენ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ სრულ მზადყოფნაში არიან. როგორც ცნობილია, მადრიდისტები ადგილობრივი დროით 19 საათზე ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე (Plaza de los Sagrados Corazones) დაიწყებენ შეკრებას და შემდეგ, გუნდის ავტობუსს შესანიშნავი ატმოსფეროთი და ამაღლებული განწყობით მიაცილებენ სტადიონამდე. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან კიდევ უფრო გააძლიერონ ფეხბურთელების საბრძოლო სულისკვეთება.
მიმდინარე სეზონში მსგავსი ატმოსფერო „თეთრების“ ინჩადამ „პსჟ“-სთან შეხვედრამდე შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორთაბრძოლა სტუმრების გოლით დაიწყო, ანჩელოტის შეგირდები ბოლომდე თამაშში დარჩნენ და დიდებული „ქამბექიც“ ჩაიწერეს აქტივში.
- 4 მაი 2022
- 615
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.