მბაპე უკვე ბარგს ალაგებს?
კილიან მბაპე მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრას 21 მაისს ჩაატარებს, რომლის შემდეგაც უკვე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
მისი მეგობრისა და ფრანგი მსახიობის, ორა იტოს, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში მბაპეს მიერ ხელმოწერილი მაისურის ფოტო ატვირთა, რომელიც ფეხბურთელის სახშლია გადაღებული. ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერია, რომ არა სურათის უკანა ფონი, სადაც „პსჟ“-ს ვარსკვლავის ინდივიდუალური ჯილდოები შეფუთულ მდგომარეობაშია და რამდენიმე მათგანი სპეციალურ ყუთებშიც არის განთავსებული.
ჟურნალისტების აზრით, ახალგაზრდა გოლეადორი უკვე ბარგს ალაგებს და ესპანეთის დედაქალაქში გადასვლისათვის ემზადება.
- 3 მაი 2022
- 1 724
- 2