რონალდო 7 ნომრით ითამაშებს?

ალბათ რაული და გუტი მადრიდის "რეალს" მალე დატოვებენ. 7 ნომერი კი შესაძლოა კრისტიანო რონალდოს მაისურზე ვიხილოთ.

მადრიდის "რეალის" ორმა ლეგენდამ, რაულ გონსალესმა და ხოსე მარია გუტიერესმა მადრიდულ კლუბში 13 სეზონი ჩაატარეს. თუ რაული კლუბს დატოვებს, მაშინ 7 ნომერზე თამაშს რონალდო გააგრძელებს.

თუ კრისტიანო 7 ნომრით ითამაშებს, მაშინ ვის დარჩება 9 ნომერი? გუნდში პორტუგალიელის გარდა კიდევ 2 ფორვარდია, კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი. კარიმს 9 ნომერზე თამაში შესთავაზეს, მაგრამ ფრანგმა ამაზე უარი განაცხადა და 11 ნომერზე დარჩენა ისურვა. გონსალოს კი არ სურს 9 ნომრით თამაში, რადგან 20 მისი საყვარელი რიცხვია.

გუტის წასვლა გუნდიდან მეტად შესაძლებელია ვიდრე რაულის. თუ გუტი კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ 14 ნომრით თამაშს ჩაბი ალონსო გააგრძელებს. ჩაბი ყველა გუნდში 14 ნომრით გამოდიოდა. (რეალ სოსიედადი, ლივერპული და ესპანეთის ნაკრები.) ალონსო 14 ნომრით თამაშზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.

კლუბი შესაძლოა დატოვონ მაჰამადუ დიარამ, (6) დრენტემ (15) და რაფაელ ვან დერ ვაარტმა. (23). ეს ნომრები თავისუფალი დარჩება. 17 და 21 ნომერი კი "სამეფო კლუბში" კვლავ თავისუფალია, ნისტერლოის და მეტცელდერის წასვლის შემდეგ.

ინფორმაციის წყარო Defensacentral.com

  • Dzebnili
  • 24 ივლისი 2010
  • 2 142
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)