იოვიჩს ბუნდესლიგაში უნდა დაბრუნება
დიდი ალბათობით, სერბი თავდამსხმელი უკანასკნელ სეზონს ატარებს ესპანეთის დედაქალაქში.
ლუკა იოვიჩმა ვერც ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ მოიპოვა სათანადო ნდობა და მისი სტატისტიკაც შესაბამისია. მიმდინარე სეზონში მან 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში 456 წუთი გაატარა საქმეში, რა პერიოდის განმავლობაშიც, 1 გოლისა და 1 ასისტიც ჩაწერა მოახერხა აქტივში.
გერმანული ტელევიზია Sport1-ის ინფორმაციით, ფორვარდს ბუნდესლიგაში, სადაც თავის დროზე გაითქვა სახელი, სურს კარიერის გაგრელება. მეტიც, იოვიჩმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე შესთავაზა „ბორუსიას.“ გამომდინარე იქედან, რომ ერლინგ ჰალანდი კლუბის დატოვებას გეგმავს, დორტმუნდელები ახალი მეგოლის ძიებაში არიან.
ამ ეტაპისათვის უცნობია, რამდენად დაინტერესდებიან „ყვითლები“ ლუკას კანდიდატურით.
- 3 მაი 2022
- 505
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.