ზაფხულში „ელ კლასიკო“ აღარ შედგება?
როგორც იცით, ესპანური და იტალიური გრანდები პრე-სეზონის პერიოდში მინი ტურნირის ჩატარებას გეგმავენ.
ახალი სეზონის დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ტურნეს ფარგლებში, „რეალის,“ „იუვენტუსის,“ „ბარსელონასა“ და „მილანის“ მონაწილეობით ამხანაგური ტურნირის გამართვის საორგანიზაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ESPN-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, აღნიშნული ღონისძიება არ შედგება. მიზეზად კი ტექნიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობა სახელდება.
შესაბამისად, გულშემატკივრები ზაფხულის დღეებში ვეღარ იხილავენ „ელ კლასიკოს.“
- 3 მაი 2022
- 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.