ანჩელოტიმ ჩემპიონობა აღნიშნა
რამდენიმე დღის წინ, კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი მოიგო.
იტალიელმა დამრიგებელმა ლა ლიგის 35-ე ტიტული „რეალის“ ლეგენდარულ ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
როგორც ცნობილია, „რეალის“ თავკაცი ექიმ ანხელ მარტინის სახლში გამართულ ვახშამს დაესწრო. სტუმართა შორის იყვნენ რონალდო, ლუიშ ფიგუ, ფერნანდო იერო, მიჩელი, რაფაელ ნადალი და ა.შ.
მოგვიანებით, ინტერნეტში წვეულების ფოტოები გავრცელდა.
- 3 მაი 2022
- 873
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.