შესანიშნავი სიახლე და ინფორმაცია მადრიდის „რეალში“
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბში შესანიშნავი სიახლეა...
მარსელო ვიეირა შესაძლოა გუნდიდან არ წავიდეს და 1 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი. ბრაზილიელი სხვა ევროპული კლუბების შემოთავაზებას არ განიხილავს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კაპიტანი სერიოზულად ფიქრობს შვილზე, რომელსაც სამეფო კლუბის ახალგაზრდულ კოლექტივში სერიოზულად იკიდებს ფეხს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, მარსელოსა და ფლორენტინო პერესს შორის შეხვედრა შედგება და თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა სავსებით რეალურია.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე ვიეირას ხელფასი 2.7 მილიონი ევროთი შემცირდება.
- 3 მაი 2022
- 3 783
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.