ცნობილია, ითამაშებს თუ არა ალაბა „სიტის“ წინააღმდეგ
როგორც ჩანს, ანჩელოტიმ თავიდან ვერ აირიდა საკადრო პრობლემები „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო დაპირისპირებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ ალაბას კვლავ დისკომფორტი აწუხებს და მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებით პაექრობაში, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
განვლილ სავარჯიშო სესიაზე ავსტრიელ ფეხბურთელს თანაგუნდელების გვერდით არ უმუშავია. ის პირად მწვრთნელან ერთად დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა.
„ქალაქელების“ წინააღმდეგ ედერ მილიტაოს ნაჩო ფერნანდესი შეუწყვილდება.
- 2 მაი 2022
- 1 717
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.