ალაბას შესანიშნავი დეკადა

ავსტრიელ ფეხბურთელს არც „რეალში“ გადმოსვლის შემდეგ გაქარწყლებია ტიტულებისკენ ლტოლვა.

დავიდ ალაბამ ესპანეთის დედაქალაქში მალევე გაიარა ადაპტაციის პროცესი და შეიძლება ითქვას, შემადგენლობის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბდა. მან მოკლე პერიოდში მოიგო მადრიდისტების გულებიც, ხოლო მისი აღნიშვნა სკამით ხელში, მიმდინარე სეზონის უდავოდ გამორჩეული მომენტია.

სამეფო კლუბში გადმობარგებამდე, ცენტრალური მცველი მიჯრით 9 წლის განმავლობაში ახერხებდა „ბაიერნთან“ ერთად ბუნდეს ლიგის მოგებას. ცხადია, „რეკორდმაისტერი“ წელსაც ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გერმანიის მასშტაბით, მაგრამ უთასოდ არც დავიდი დარჩენილა. ამ უკანასკნელმა უკვე ახალ კლუბში გააგრძელა ტრადიცია და ზედიზედ მეათედ იზეიმა შიდა ჩემპიონატის ოქროს მედალი.

„ბლანკოსის“ მაისურით ალაბა 3 გოლს მოითვლის. აღსანიშნავია, რომ სამივე „სანტიაგო ბერნაბეუსგან“ (ბარსელონაში, ტირასპოლში და ოსასუნაში) მოშორებითაა გატანილი. ადგილობრივი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან მისი შედეგიანი დარტყმის ხილვას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)