საპატიო დერეფანი - რას აპირებს „ატლეტიკო?“
სამეფო კლუბში ლა ლიგის 35-ე ტიტულის აღნიშვნა გრძელდება.
როგორც იცით, ესპანეთში არსებული ტრადიციის მიხედვით, ნაადრევ ჩემპიონებს, მატჩის დაწყებამდე საპატიო დერეფნით ხვდებიან მეტოქე კლუბის მოთამაშეები. გამომდინარე იქედან, რომ „რეალმა“ ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოიპოვა ტიტული და მომდევნო პაექრობის გამართვა „მოსისხლე“ მტრის საშინაო არენაზე უწევს, ადგილობრივ პრესაში საკმაოდ აქტუალურია კითხვა, თუ რას აპირებს „როხიბლანკო?“
არსებული მომენტისათვის, „ატლეტიკოს“ ოფიციალური პოზიცია ცნობილი არ არის, თუმცა ფეხბურთელების კომენტარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა მსაჯის სასტარტო სასტვენამდე ამ რიტუალის ხილვა.
„საპატიო დერეფანი? ვულოცავთ მათ ჩემპიონობას, მაგრამ ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საკუთარ გულშემატკივრებს“ - დასძინა ხოსე მარია ხიმენესმა.
„როგორც კაპიტანს, არც მომწონს მსგავსი რაღაცები. საბოლოოდ გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს“ - დაამატა იან ობლაკმა.
მადრიდული დერბი 8 მაისს არის ჩანიშნული. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ „მეზობლები.“
- 2 მაი 2022
- 941
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.