ჩემპიონებმა „სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს...
გუნდმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს, ანჩელოტის დღევანდელ სესიაზე გარეთ ბეილი, დავიდ ალაბა და ედენ აზარი გამოაკლდა, დანარჩენი ფეხბურთელები კი დავალებებს სრულფასოვნად ასრულებდნენ.
კარლიტომ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკურ კონდიციებს, კუნთების გაძლიერებას, ტაქტიკურ მონახაზებსა და პრესინგს.
ვარჯიშის მეორე ნახევარში ფეხბურთელებმა კარში დარტყმებზე გააკეთეს აქცენტი.
„მერენგები“ მომდევნო სესიას ხვალ გამართავენ.
- 1 მაი 2022
- 1 639
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.