ბენზემა:„ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესო და დაუვიწყარია“
კარიმ ბენზემამ ლა ლიგის მოგება აღნიშნა და განაცხადა, რომ მისი მიზანი „პიჩიჩის“ მოგებაც არის...
„ლა ლიგა მოვიგეთ, რამაც ძალიან გამახარა, როგორც მე, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული მადრიდისტები.“
„ეს დიდი გამარჯვებაა. „ბლანკოსში“ გადმოსვლის შემდეგ ამ ტიტულის მოგება რამდენჯერმე მოვახერხე, მაგრამ ახლა ახალი მიზანი მაქვს „პიჩიჩის“ სახით.“
„საჯაროდ შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოა და ტემპის დაგდებას არ ვაპირებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა.“
- 30 აპრილი 2022
- 6 454
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.