დასკვნითი ვარჯიში „ესპანიოლთან“ მატჩამდე
„რეალის“ ფეხბურთელებმა „ესპანიოლთან“ მატჩამდე მეორე და უკანასკნელი ვარჯიში გამართეს.
განვლილი სესია გახურებით დაიწყო, რის შემდეგაც მოთამაშეებმა შეასრულეს, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური სავარჯიშოები. ანჩელოტის შეგირდებმა მინი საფეხბურთო შეხვედრაც გამართეს, ხოლო მიწურულს კი, კარში დარტყმებზე იმუშავეს.
ედენ აზარი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს.
ლუკა იოვიჩი კვლავ განცალკევებით ირჯებოდა.
დავიდ ალაბამ კი დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა.
უფროს მადრიდელებთან ერთად, მწვრთნელების მითითებეს ასრულებდა კასტილიელი მცველი მარიო ხილა.
„რეალისა“ და „ესპანიოლის“ თამაში შაბათს, 18:15 საათზე (თბილისის დროით) აიღებს სტარტს. „თეთრებს“ მხოლოდ 1 ქულა აშორებთ ჩემპიონობამდე.
- 29 აპრილი 2022
- 420
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.