ბენზემას ალკანტარამ აჯობა
ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე ტიაგო ალკანტარა გახდა, რომელმაც „ლივერპულს“ ულიდერა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ კარიმ ბენზემამ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და „რეალს“ საპასუხო შეხვედრის წინ შანსი შეუნარჩუნა, „უეფას“ ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლებმა არჩევანი ესპანელზე გააკეთეს. მათ გარდა აღნიშნულ წოდებაზე ნომინირებულნი იყვნენ ბერნანდო სილვა და ხუან ფოიტი.
პარალელურად, „ბლანკოსის“ „ცხრიანმა“ ბინა დაიდო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში, სადაც მის გარდა ყველა პრემიერ ლიგის წარმომადგენელია: ალისონ ბეკერი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, იბრაჰიმა კონატე, ვირჯილ ვან დაიკი, ენდრიუ რობერტსონი, სადიო მანე, ტიაგო ალკანტარა („ლივერპულიდან“), კევინ დე ბრუინი, ბერნანდო სილვა, ფილ ფოდენი („მან სიტიდან“) და ბენზემა.
მიმდინარე სეზონში კარიმი ორჯერ გახდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კვირის მოთამაშე. ერთხელ ეს პატივი მოდრიჩსაც ხვდა წილად.
- 29 აპრილი 2022
- 1 165
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.