„რეალის“ გეგმა ჯეიმსთან დაკავშირებით
22 წლის განაპირა მცველი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფეხბურთელი იყო „ჩელსის“ შემადგენლობიდან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებებში.
რის ჯეიმსის შესაძლებლობებით მეტად დაინტერესებულია სამეფო კლუბი. ინგლისელს 2025 წლამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „ლურჯებთან“ და ცხადია, ლონდონელები მარტივად არ შეელევიან კოლექტივის პერსპექტიულ წევრს.
„რეალის“ მიზანია, მოთამაშე 2023 წლის ზაფხულში გადაიბიროს, ვინაიდან კარს მომდგარ სატრანსფერო ფანჯარაზე, კლუბის პრიორიტეტი კილიან მბაპე და ანტონიო რუდიგერი არიან. შესაბამისად, რესურსების დახარჯვა მათზე მოხდება. ამასთანავე, ესპანურ პრესაში აქტიურად საუბრობენ ჩუამენის გამადრიდელებასთან დაკავშირებითაც.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ იმედი აქვთ, რომ ჯეიმსი „არისტოკრატების“ ახალ მენეჯმენტთან საერთო ენას ვერ გამონახავს არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამ მომენტისათვის რისი რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებს გუნდში.
- 29 აპრილი 2022
- 1 036
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.