დიეგო ლოპესი „ბერნაბეუზე“ ბრუნდება
„რეალისა“ და „ესპანიოლის“ ხვალინდელ დაპირისპირებაში, მეტოქე გუნდის კარს, მადრიდისტებისათვის კარგად ნაცნობი, 40 წლის დიეგო ლოპესი დაიცავს.
გალისიელი ფეხბურთელის დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში 2005 წლის 6 დეკემბერს შედგა. თავდაპირველად, მან ვერ შეძლო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და „ვილიარეალს“ მიაშურა, ხოლო შემდეგ კი „სევილიას.“ ის 2013 წელს დააბრუნეს მშობლიურ კლუბში, როდესაც იკერ კასილიასმა ტრავმა მიიღო. ლოპესმა მყისვე მოიპოვა იმდროინდელი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ნდობა და სტაბილურად ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. კარლო ანჩელოტის კლუბში მოსვლისთანავე კი, მისი პოზიციები შეირყა და ამ უკანასკნელმაც წასვლა არჩია, თუმცა გადაბარგებამდე მოასწრო „კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლების დაბევება.
დიეგოს კარიერა ვერც „მილანში“ აეწყო სათანადოთ და კვლავ ესპანეთზე გააკეთა არჩევანი, სადაც უკვე უკანასკნელი 6 წელია კატალონიური გუნდის ღირსებას იცავს. მას რამდენიმე კვირაში ეწურება მოქმედი კონტრაქტი და მიუხედავად ასაკისა, კარიერის გაგრძელების სურვილი აქვს, მაგრამ ამ ეტაპისათვის უცნობია „ესპანიოლის“ პოზიცია. შესაძლებელია, ლოპესი ბოლო შეხვედრას ატარებდეს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
ბარსელონური კოლექტივის ისტორიაში, დიეგო ლოპესი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა. მან ამ კომპონენტში ალფრედო დი სტეფანოს მიღწევა გააუმჯობესა.
- 29 აპრილი 2022
- 699
- 8