თასი „ბერნაბეუზე“ იქნება
სამეფო კლუბის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან „ესპანიოლთან“ დაპირისპირებას. „რეალს“ ფრეც აძლევს საშუალებას, რომ ლა ლიგის 35-ე ტიტული დაიბევოს.
როგორც ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონობისათვის განვკუთვნილი თასი, კატალონიელების წინააღმდეგ შეხვედრაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იქნება. თუ მადრიდელებმა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება და ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მოახერხეს, ფედერაციის წარმომადგენლები მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გადასცემენ კუთვნილ ჯილდოს მათ. პროტოკოლის მიხედვით, ფეხბურთელები ჯერ მოედანზე იზეიმებენ მორიგ ტიტულს, ხოლო შემდეგ ავტობუსით „სიბელესისკენ“ დაიძრებიან, სადაც დაახლოებით 250 ათასი ქომაგი იქნება შეკრებილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, „ბლანკოსს“ პირველად აქვს შანსი, პრიმერას ჩემპიონობა საკუთარ სტადიონზე მოიპოვოს. უკანასკნელად, ეს ბედნიერება კაპელოს დარიგებულ შემადგენლობას ხვდა წილად.
- 29 აპრილი 2022
- 890
- 27