რაული "შალკეში" რამდენიმე დღეში გადავა
Bild იტყობინება, რომ სიტყვიერი შეთანხმება "შალკესთან" უკვე მიღწეულია და სულ რამდენიმე დღეში რაული გერმანული კლუბის ფეხბურთელი გახდება.
რაული ამჟამად ვეტერანია და სამწუხაროდ მას არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა "ბერნაბეუზე". მან საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა დატოვოს ის კლუბი სადაც 18 წლის მანძილზე თამაშობდა. მიუხედავად ამ მიზეზებისა დიდი შანსია ეს ტრანსფერი არ შედგეს, მაგრამ "შალკე 04–ის" მწვრთნელს მაგათის ძალიან სურს შეიძინოს ლეგენდარული "ელ კაპიტანო".
მაგათმა განაცხადა: "რაულს სურს "შალკეში" გადასვლა. ალბათ რამდენიმე დღეში იგი გერმანული კლუბის ფეხბურთელი იქნება. დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან რაული ჩემი შეგირდი გახდება."
რაულს მხოლოდ ის დარჩა ასარჩევი თუ რა თანხა სურს მან მიიღოს წლიურად. თუ "შალკე" ამ თანხას დათანხმდება მაშინ რაული კლუბს შეიცვლის. იტყობინება Bild.
ემილო ბუგრატენო ესაუბრა რაულ სადაც დაასკვნა რომ "ბლანკოსის" ლეგენდას მართლაც სურდა გუნდის დატოვება.
ინფორმაციის წყარო: GOAL.COM
- 23 ივლისი 2010
- 1 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.