მოდრიჩი - სამუდამოდ „ბლანკო“
36 წლის ნახევარმცველის თამაში ფეხბურთის გულშემატკივრებში დიდ გაოცებას იწვევს.
AS-ის ინფორმაციით, საჩემპიონო შეხვედრისა (შაბათს, „ესპანიოლთან“) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი დაპირისპირების წინ, „რეალი“ და მოდრიჩი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საბოლოოდ შეთანხდნენ. შედეგად, ლუკა 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება „ბლანკოსის“ შემადგენლობაში, მაგრამ თუ მისი შესაძლებლობები მომავალ სეზონშიც ასეთი ფეერიული იქნება, სურვილის შემთხვევაში, კლუბი კიდევ 1 წლით გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას. ამასთანავე, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, პრეზიდენტი პერესი მის დატოვებას აპირებს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
მიმდინარე სეზონში მოდრიჩი ანჩელოტის ფორმაციის შემადგენლობის ნამდვილი დირიჟორია. ის უკვე მოითვლის 38 ჩატარებულ მატჩს, 3 გოლსა და 9 ასისტს. ცხადია, ნახევარმცველის ღვაწლი გუნდის წარმატებაში გაცილებით დიდია, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი 2012 წელს, 35 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა „ტოტენჰემიდან.“ ტრანსფერის განხორციელებაში კი ლომის წვლილი მიუძღვის ჟოზე მოურინიოს.
„რეალის“ ბევრი ლეგენდისგან განსხვავებით, ლუკა მოდრიჩი კარიერას თეთრ მაისურში დაასრულებს.
Hala Luka, Hala Madrid!
- 29 აპრილი 2022
- 4 474
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.