ალაბას მდგომარეობა საგანგაშოა
როგორც ჩანს, „რეალს“ კვლავ არ მოუწევს ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობა „სიტის“ წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ ალაბას კვლავ დისკომფორტი აწუხებს განმზიდველ კუნთზე და მისი მდგომარეობა საგანგაშოა. ფეხბურთელი აპრიორი გამოტოვებს „ესპანიოლთან“ დაპირისპირებას, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ჯახში მისი მონაწილეობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავარაუდოდ, ბოლო წუთამდე არაფერი იქნება ცნობილი.
„ეტიჰედზე“ გამართულ შეხვედრამდეც ალაბას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მწვრთნელმა ის სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა „ოთხიანმა“ მხოლოდ საწყისი 45 წუთი გაატარა საქმეში.
- 28 აპრილი 2022
- 1 479
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.